თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე
მე გამოვხატავ თანხმობას, რომ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალმა“ დაამუშავოს ჩემ მიერ ორგანიზაციისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები, კერძოდ, ჩემი სახელი, გვარი, მობილურის ნომერი და ელექტრონული ფოსტა პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით, რაც გულისხმობს ჩემს მობილურ ნომერზე/ელექტრონულ ფოსტაზე სარეკლამო სახის შეთავაზებების წერილობით გამოგზავნასა და ასევე სატელეფონო ზარების სახით შეთავაზებების გაკეთებას.
გაცნობიერებული მაქვს, რომ მე მაქვს უფლება, განვაცხადო უარი ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნით და ჩემი უარი არ იქნება საფუძველი იმისა რომ არ შედგეს ჩემსა და შპს ‘’მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალს’’ შორის გარიგება. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უარი გამოხატოს იმავე ფორმით, რომლითაც მოხდა მის მიმართ შეთავაზების გაკეთება.
ასევე გაცნობიერებული მაქვს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის უფლება ნებისმიერ დროს გამოიხმოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე მის მიერ გაცემული თანხმობა იმავე ფორმით, რომლითაც განხორციელდა პირდაპირი მარკეტინგი. გაცნობიერებული მაქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებიც, როგორიცაა მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის უფლება მოთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაცია, კრედიტორთან არსებული მისი პერსონალური მონაცემების გაცნობა/ამ მონაცემთა ასლის მიღება; ასევე მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება.
მონაცემთა სუბიექტს/მომხმარებელს ზემოთაღნიშნული რომელიმე უფლების განსახორციელებლად უფლება აქვს, ორგანიზაციას მიმართოს განცხადებით შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@central.ge.