საკრედიტო რისკების ოფიცერი

შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი” აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო რისკების ოფიცრის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ.თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** პროექტების შეფასება, ანალიზი და ხარისხის კონტროლი
** საკრედიტო დასკვნის მომზადება
** კლიენტებთან ვიზიტი და პროექტში მოცემული მონაცემების კონტროლი
** ცალკეული სესხების და მთლიანი საკრედიტო პორტფელის საკრედიტო რისკების შეფასება და ანალიზი
** საკრედიტო მეთოდოლოგიის შემუშავება-რეკომენდაციის მომზადება
** საკრედიტო ფორმების შექმნა-დანერგვა
** სხვა საკრედიტო რისკების მინიმიზაციასთან/მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა
** ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციასა და ოპტიმიზაციაზე მუშაობა.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (საბანკო, საფინანსო, ორგანიზაციებში)
** უმაღლესი განათლება ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით
** კორპორაციული ფინანსების, ფინანსური უწყისების ანალიზის, ფულადი ნაკადების დისკონტირების მეთოდების და ფინანსური აქტივების შეფასების ცოდნა მაღალ დონეზე
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, Alta (B6,LMS) ბაზისური ცოდნა
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა
** ფინანსური მათემატიკის და სტატისტიკის ცოდნა
** რისკების მართვის პრინციპების და საბაზრო, საპროცენტო და ლიკვიდობის რისკების მართვის მეთოდების ცოდნა

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დროის ეფექტურად მართვა
** გუნდური მუშაობის უნარი
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** პოზიტიური დამოკიდებულება საქმის და ჩართული პირების მიმართ
** გახსნილი სიახლეების და ცვლილებების მიმართ
** აკურატულობა
** პუნქტუალურობა

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 30/05/2017. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.